ქიბარ ხალვაშმა დაიწყო დავა, ისევე როგორც ათი ათასმა საქართველოს სხვა მოქალაქემ, რომლებიც ამბობდნენ, რომ საკუთრების უფლება დაირღვა, სასამართლომ ამოარჩია ეს ერთი საქმე და მიიყვანა ბოლომდე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო დავა ორ კერძო სუბიექტს შორის სასამართლოში.
”სასამართლოში მიმდინარეობდა ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, ის ამბავი, რომ სასამართლო ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დამთავრდა, ადასტურებს იმას, რომ ეს იყო საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოს და ხელისუფლების პოზიცია და ამოცანა. ყველა შემთხვევაში, ეს სასამართლო შეიძლება შემდგარიყო, ქიბარ ხალვაშს შეიძლებოდა ეჩივლა, ისევე როგორც მე შემიძლია ვიდავო, რომ ”რუსთავი 2” ჩემია, ოღონდ არამგონია, რომ ვინმემ გამამართლოს ამ სასამართლოში. ეს იყო ორ სუბიექტს შორის დავა, სადაც იყო მოლოდინი, რომ სუბიექტი, რომელსაც არავითარი უფლებები ”რუსთავი 2”ზე არ აქვს, მოიგებდა და მან მოიგო სასამართლო პროცესი, ეს არის ამ საქმის ტრაგიზმი”, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლება რაღაც ისეთს გააკეთებდა, რაც ხალხს საშუალებას მისცემდა უფლებებისთვის ებრძოლათ, თუმცა, ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა.
”2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, ერთ-ერთი მოლოდინი, რომელიც არსებობდა იყო სამართლიანობის აღდგენა. განსაკუთრებთ იმ საქმეებზე, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში ხდებოდა იყო შეუძლებელი, რადგან ხანდაზმულობის ვადები იყო გასული. შესაბამისად იყო მოლოდინი, რომ რაღაცას გააკეთებდა ხელისუფლება ისეთს, რაც ამ ადამიანებს მისცემდა საშუალებას, რომ ებრძოლა საკუთარი უფლებებისთვის. ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. შემდეგ ქიბარ ხალვაშმა დაიწყო დავა, ისევე როგორც ათი ათასმა საქართველოს სხვა მოქალაქემ, რომლებიც ამბობდნენ, რომ საკუთრების უფლება დაირღვა, სასამართლომ ამოარჩია ეს ერთი საქმე და მიიყვანა ბოლომდე”, - განაცხადა ხიდაშელმა.