ალბათ, კარგი იქნებოდა, არხის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნოს იმ წერილის შინაარსი, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში, რომ ჩვენც, როგორც ამ პროცესის მხარეს და საზოგადოებასაც ჰქონდეს შესაძლებლობა ვნახოთ რა წერია ამ წერილში, - აღნიშნული განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.
„აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით იმიტომ იქნა შეჩერებული, რომ სტრასბურგის სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩვენი მხარის ინტერესსაც, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა ეროვნულ დონეზე“, - განაცხადა პაატა სალიამ.
„იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვა 8 მარტის შემდეგ არ გაგრძელდება, ველოდებით, ვნახოთ რას იზამს სტრასბურგის სასამართლო“, - განაცხადა პაატა სალიამ და დასძინა, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი, ერთმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების აღსრულება, ვიდრე არ შეიკრიბება კოლეგია და სრული შემადგენლობით არ იმსჯელებს.