დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „რუსთავი 2“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
”მე აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ამით რაღაც გართულდა, პირიქით, ალბათ გაადვილდა პროცესების დაწყნარება, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი დამთავრდება ჩვენს სასარგებლოდ. ამით უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეცემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და უფრო ადვილი გასაგები იქნება ქართველი მოსახლეობისთვის. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი”, - განაცხადა ხალვაშმა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცა. სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.