ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

5 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სანქტ-პეტერბურგის ქ.2/84-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

მარათონი, "ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება. მარათონი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები.