საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადასახადების შემოღებისთვის საჭირო რეფერენდუმის გაუქმების საკითხს განვიხილავთ

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადასახადების შემოღებისთვის საჭირო რეფერენდუმის გაუქმების საკითხს განვიხილავთ

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გადასახადების შემოღებისთვის საჭირო რეფერენდუმის გაუქმების საკითხს განვიხილავთ, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა. 

მისი თქმით, დღესვე, სავარაუდოდ, პრეზიდენტის არჩევის წესის განხილვა ვერ მოესწრება, ვინაიდან დღეს მისი და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრის ინიციატივაზე იმსჯელებენ. 

”დღეს ვიმსჯელებთ პარლამენტის შესახებ რამდენიმე თავზე. მათგან მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხია და მე გამოვყოფდი საგადასახადო საკითხებს. დღევანდელი რედაქციით, გადასახადების შემოღებისთვის საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება. შემოთავაზებულია წინადადება, რომლის მიხედვითაც ეს ჩანაწერი უნდა გაუქმდეს. ასევე კონსტიტუციის გადასინჯვის წესის შესახებ ორი საკითხია შემოთავაზებული, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის გადაწყვეტილებას დეპუტატთა 2/3 მიიღებს და მას სჭირდება რატიფიცირება მომდევნო მოწვევის პარლამენტის, და მეორე - შემოთავაზებული წინადადების მიხედვით, საჭირო იქნება მხოლოდ პარლამენტის 2/3-ის თანხმობა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.