გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლებდა და პირადად ჩემთვის ეს მისასალმებელია

გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლებდა და პირადად ჩემთვის ეს მისასალმებელია

გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლებდა და ჩემთვის პირადად ეს მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანი ჟურნალისტებს „რუსთავი 2“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა. 

”მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას. გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლებდა და ჩემთვის პირადად ეს მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელშიც შესაძლოა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიციზმი არსებობდა, იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მიმართ მსგავსი სკეპტიციზმი აღარ იარსებებს. ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.