2018 წელს პრეზიდენტის არჩევა შესაძლოა კვლავ პირდაპირი წესით მოხდეს, ამის შემდეგ კი ქვეყნის პირველი პირი პარლამენტმა აირჩიოს

2018 წელს პრეზიდენტის არჩევა შესაძლოა კვლავ პირდაპირი წესით მოხდეს, ამის შემდეგ კი ქვეყნის პირველი პირი პარლამენტმა აირჩიოს

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა პირდაპირი წესით კვლავ ამომრჩეველმა აირჩიოს, ხოლო იმის შემდგომ ამოქმედდეს მოდელი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი დაამტკიცებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ამგვარი გზით წასვლის საკითხს განიხილავს. 

”თუკი ჩვენ გვინდა რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკა გვქონდეს და არ იყოს ჰიბრიდული სისტემა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლი არის ერთვარად სიმბოლური, თუმცა ძალაუფლების ბალანსის ფარგლებში მას მნიშვნელოვანი როლი აქვს კრიზისების შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ჰიბრიდული მოდელიდან ჩვენ რეალურ საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლის. ამ ეტაპზე ვაგრძელებ მსჯელობას, რა სახით უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა შემდგომ საპრეზიდნტო არჩევნებზე, რადგან ამან არ გამოიწვიოს ერთგვარი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს ებრძვის. შესაძლოა, ჩვენ წავიდეთ იმ მოდელით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა, ხოლო შემდგომ, არჩევნების ნაცვლად იყოს ის, რაც მიღებულია საპარლამენტო მოდელში, როცა პრეზიდენტს პარლამენტი ამტკიცებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.