საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხია

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხია

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. 

დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხია. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომისიის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხს სვამენ. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ოფიციალურად ჯერ არ გამოუხატავს მმართველ გუნდს, თუმცა არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს. უმრავლესობის დეპუტატმა, საკონსტიტუციო კომისიის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო კლვევა, რომლის თანახმადაც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უკეთესია. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ, პრეზიდენტის არჩევის წესს და მის უფლებამოსილებებს შეეხება.