”რუსთავი 2”-ის ორგანიზებით დღეიდან უზენაესი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართება

”რუსთავი 2”-ის ორგანიზებით დღეიდან უზენაესი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართება

”რუსთავი 2”-ის ორგანიზებით დღეიდან უზენაესი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართება, ვიდრე უზენაესი სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 
 როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, აქციის პარალელურად ”რუსთავი 2” საგანგებო რეჟიმში იმაუწყებლებს და 12:30 საათიდან ეთერს აქციაზე მისულ ნებისმიერ მსურველს დაუთმობს. 
”რუსთავი 2” მზადაა საქმის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის დამარცხებისთვისაც ამ უთანასწორო და უკანონო ბრძოლაში, ხელისუფლებასთან და ერთ ადამიანთან, ოლიგარქთან, რომელიც თამაშობს ადამიანების ბედით და ქვეყნის მომავლით. ”რუსთავი 2” აგრძელებს მაუწყებლობას. ჩვენ ვაანონსებთ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. 12:30 საათიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.