საპატრიარქო - წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის

საპატრიარქო - წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის

წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს პრესცენტრი ავრცელებს. 
„გაცნობებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

გუშინ „ინტერპრესნიუსს“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს ჩაინიშნა.