დაკავებული დეკანოზის დედა - მეუფესთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი

დაკავებული დეკანოზის დედა - მეუფესთან აღსარების დონეზე მქონდა საუბარი

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები გუშინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში იმყოფებოდნენ. 
როგორც ეპარქიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მეუფესთან „აღსარების დონეზე ჰქონდა საუბარი“. სხვა დეტალებზე მან საუბარი არ ისურვა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული. საქმეზე გამოძიება 18-108-ე მუხლით მიმდინარეობს.