დავით უსუფაშვილი - ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მთავარ მოწმეს, რომელიც მთავარი პროკურორის როლშია

დავით უსუფაშვილი - ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მთავარ მოწმეს, რომელიც მთავარი პროკურორის როლშია

ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მთავარ მოწმეს, რომელიც მთავარი პროკურორის როლშია, - ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ე.წ ციანიდის საქმის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. დავით უსუფაშვილმა აღნიშნულის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ ციანიდის საქმეში მხარეების მხრიდან ადგილი აქვს ბრძოლას წესების გარეშე. უსუფაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს სასულიერო პირების გაპოლიტიკოსებისა და მათი დებატებში ჩართვის პროცესი.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, აღნიშნულ საქმეზე მედიის როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ჟურნალისტებს პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. ”ახლა ჩვენ ვხედავთ გამალებულ პროცესს, სასულიერი პირების გაპოლიტიკოსების და პოლიტიკურ დებატებში ჩართვის, რომელსაც ზოგიერთი მათგანი სიამოვნებით აკეთებს, სხვები იძულებულნი არიან ამას შეეწინააღმდეგონ, სიმართლე უთხრან საზოგადოებას და შედიან ამ როლში. 

ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მთავარ მოწმეს, რომელიც მთავარი პროკურორის როლშია. ეს სისტემისთვის დამაზარალებელია. თუ მოწმე ცდილობს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს მის სიმართლეში, ის მოწმე აღარ არის, მოწმე გაგვიფუჭდა. ამავდროულად პროკურორი გამოდის და იმის გამო, რომ დაცვის მხარის თავდასხმები აირიდოს, გვეუბნება წყევლა-კრულვის თაობაზე, რაც ბრალდებულმა უთხრა. ჯამში მივიღეთ აბსურდის თაეტრი, რომელშიც ჭეშმარიტების გარკვევაც რთულდება. პარალელურ რეჟიმში ზიანდება ჩვენი საერთო თანაცხოვრების ველი. 
ე.წ ციანიდის საქმეში გამოვლინდა ბრძოლა წესების გარეშე ყველა ჩართული თუ ნახევრად ჩართული მხარეების მხრიდან”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.