მარტის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, რაც სასიხარულო მოვლენაა

მარტის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, რაც სასიხარულო მოვლენაა

სულ მალე, მარტის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას შეძლებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომის წამყვანი თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციის ხელმოწერას გამოეხმაურა.

მან საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

”დღეს ევროპარლამენტში ხდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც ჩვენი ქვეყნისათვის და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და დასკვითი ეტაპია”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.