ამ კანონპროექტში ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელიც შემდგომში შეიძლება დაიხვეწოს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ წარმოდგენილი ვარიანტი არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩემთვის მისაღები რომ იყოს, მე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერდი“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ფოფხაძის თქმით, ,,ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან“ დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა.
,,ამ კანონპროექტში ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელიც შემდგომში შეიძლება დაიხვეწოს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ წარმოდგენილი ვარიანტი არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩემთვის მისაღები რომ იყოს, მე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერდი.
წინა მოწვევის პარლამენტშიც არ მიმაჩნდა, რომ არაკონსტიტუციური კანონი მივიღეთ. ეხლაც მიმაჩნია, რომ რაც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, შევასრულეთ. თუკი გასაჩივრდება და საკონსტიტუციო სასამართლო რაიმე განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს , ეს უკვე საკონსტიტუციო სასაამრთლოს პრეროგატივა იქნება“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი, დღეს, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭისყრაზე დააყენებს. საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში არ მონაწილეობს და აღნიშნულ საკითხზე სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.
17 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.