მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მივიდა

მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მივიდა

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე შევიდა.

როგორც დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა #9 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ის მამა გიორგი მამალაძის მოსანახუბლად ქორეპისკოპოს თეოდორეს კურთხევით მივიდა.

„მოვედი ქორეპისკოპოსის კურთხევით, რათა მოვინახულო ჩემი სულიერი ძმა, მამა გიორგი მამალაძე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე. ასევე გავესაუბრები მას როგორც, სულიერ ძმას“, - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.