ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლის დროს სნაიპერმა შემთხვევით ორი ადამიანი დაჭრა

ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლის დროს სნაიპერმა შემთხვევით ორი ადამიანი დაჭრა

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლის დროს საფრანგეთის პოლიციის სნაიპერმა შემთხვევით გაისროლა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ვილონიონში მაშინ მოხდა, როდესაც ოლანდი რკინიგზის ახალი მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა.

სნაიპერი ცერემონიის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე შენობის სახურავზე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ფეხი დაუცურდა და შემთხვევით გამოკრა ხელი იარაღის სასხლეტს. ინციდენტის შედეგად ოფიციანტი და რკინიგზის თანამშრომელი მსუბუქად, ფეხის არეში დაიჭრნენ.

გასროლის გამო ღონისძიება დროებით შეწყდა.

”იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი მომხდარა”,- აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან დაშავებულებიც მოინახულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.