საქართველო-თურქეთის საზღვარზე სანავიგაციო ნიშნი განთავსდა

საქართველო-თურქეთის საზღვარზე სანავიგაციო ნიშნი განთავსდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვაო საზღვარზე საზღვრის მიმანიშნებელი ამორტიზებული სანავიგაციო ნიშნის ახლით ჩანაცვლება განახორციელა.

აღნიშნული სამუშაო სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დიდი ჰიდროგრაფიული კატარღისა და სხვა მცირე მცურავი საშუალებების მეშვეობით განხორციელდა.

სამუშაოები თურქულ მხარესთან კოორდინირებით მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველო -თურქეთის სახმელეთო საზღვრის ნეიტრალურ ზონაში გაიმართა საქართელოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობის შეხვედრა თურქ კოლეგებსა და ართვინის გუბერნატორის მოადგილესთან, რომლის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს.