ე. წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს

ე. წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს

ე. წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მსჯავრდებულთა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

როგორც სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოსგან ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც ყველა მსჯავრდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ადვოკატები ასევე ითხოვვენ, რომ საკასაციო საჩივარი უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილოს, ვინაიდან, როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.

“მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მსჯავრდებულთა ბრალეულობას. ჩვენი დასაბუთება არის ისიც, რომ არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი მხარე არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ბრაელდებულების დამნაშავედ ცნობის თაობაზე”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” სოსო ბარათაშვილმა.