როცა ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დამთავრდება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი

როცა ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დამთავრდება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი

როცა ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დამთავრდება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მინისტრი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ ჩატარდა თუ არა 23 თებერვალს საპატრიარქოში ჩხრეკა.

”როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, იქ კითხვები ყოველთვის არსებობს იქამდე, ვიდრე სასამართლო განაჩენი არ დადგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი იქნება ნათელი. არის ისეთი საქმები, სადაც ყველა დეტალი უბრალოდ ვერ გამომჟღავნდება, ამისთვის არსებობს საპროცესო წესები, რომლებიც გაუთქმელობას, ან საქმის საიდუმლოდ ცნობას გულისხმობს, ამ შემთხვევაში ეს გაუთქმელობის ხელწერილი იმიტომაც დაადებინეს ადვოკატებს და იმიტომაც არ ასაჯაროებს პროკურატურა მეტ დეტალებას, რომ როგორც ჩანს, იქ არის ისეთი რამ, რისმა გამჟღავნებამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას. როცა გამოძიება დამთავრდება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი”, - განაცხადა სუბარმა.