სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე საუბარი არ ყოფილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე საუბარი არ ყოფილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე საუბარი არ ყოფილა, - ასე პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს.

კალაძე ოპოზიციის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სომხეთის პრემიერის ვიზიტი სწორედ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს საკითხს ეხებოდა.

„ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს და ბევრს ცრუობს. ამაზე საუბარი არ ყოფილა. ამ კონკრეტულ პროექტზე მთავრობაშიც არ ყოფილა მსჯელობა", - განაცხადა კალაძემ.