ევროკავშირის საბჭო დღეს რეგულაციაში ცვლილებას დაამტკიცებს, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს

ევროკავშირის საბჭო დღეს რეგულაციაში ცვლილებას დაამტკიცებს, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს

ევროკავშირის საბჭო დღეს დაამტკიცებს ცვლილებას რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ხელმოწერის ცერემონია კი 1-ელ მარტს გაიმართება.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ საბოლოო შედეგამდე რამდენიმე ტექნიკური პროცედურის განხორციელება რჩება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.