კახა კალაძის განცხადებით, საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

კახა კალაძის განცხადებით, საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, მისი თქმით, აუცილებელია შედეგებს დაველოდოთ.

"მთავარმა პროკურორმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე მიმართულებით და დაველოდოთ. რაც შეეხება ჩრეკას, არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ თემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატრიარქი ოპერაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობს - მთავარია მისი ჯანმრთელობა", - აღნიშნა კალაძემ.