დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი შევიდა

ე. წ. მატროსოვის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მისი ინტერესების დამცველი მიხეილ რამიშვილი შევიდა.

დეკანოზმა დღეს გამოძიებას ჩვენება უნდა მისცეს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მამა გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლები რადიკალურად განსხვავებული იქნება.

“მამა გიორგი იძლევა იმ ჩვენებას, რისი მიცემაც მას სურს, ის არაფრის შეცვლას არ აპირებს და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული იქნება ამ ჩვენების საფუძველზე მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ შეაფასებს მტკიცებულებებს პროკურატურა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დაკითხვის პროცესის შესაძლო გაჭიანურებას, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის ვერ ისაუბრებს იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს პროკურატურა, თუმცა განმარტა, რომ ადვოკატები დაკითხვისთვის დათქმულ დროს პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ.

დაკავებული დეკანოზის დაკითხვის მიზნით ე.წ. მატროსოვის ციხეში უახლოეს წუთებში გამომძიებლების მისვლასაც ელოდებიან.