„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „მთვარის შუქის“ ნაცვლად შეცდომით „ლა ლა ლენდს“ გადასცეს

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „მთვარის შუქის“ ნაცვლად შეცდომით „ლა ლა ლენდს“ გადასცეს

ლოს ანჯელესში „ოსკარის“ ყოველწლიური დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „მთვარის შუქმა“ მიიღო. 

წლევანდელ ცერემონიალზე გარკვეული უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მსახიობმა უორენ ბიტიმ  წლის ფილმად თავდაპირველად „ლა ლა ლენდი“ დაასახელა, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და „ოსკარი“ გადაეცა, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ „მოხდა გაუგებრობა“ და წლის ფილმი „შეცდომით წაიკითხეს“. ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ რეალურად არა „ლა ლა ლენდს“, არამედ „მთვარის შუქს“ გადაეცა. 

მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ ქესი აფლეკს გადაეცა, რომელმაც ჯილდო მიიღო ფილმში „მანჩესტერი ზღვასთან“ შესრულებული როლისთვის. 

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  გამარჯვება „ლა ლა ლენდის“ მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ემა სთოუნმა მოიპოვა. ამავე ფილმმა მიიღო „ოსკარი“ საუკეთესო მუსიკისა და სიმღერისთვის. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა "ლა ლა ლენდის" რეჟისორმა დემიენ შაზელმა. ჯამში, „ლა ლა ლენდმა“ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე 14 ნომინაციიდან 6 ჯილდო მოიპოვა. 

მეორეხარისხოვანი როლის შერულებისთვის „ოსკარი“ მიიღეს: მამაკაც მსახიობებს შორის - მაჰარშელა ალიმ, ფილმისთვის „მთვარის შუქი“, ხოლო ქალ მსახიობებს შორის, ვაიოლა დევისმა ფილმისთვის - „წინაღობანი“.

ადაპტირებული და ორიგინალური სცენარების კატეგორიებში გაიმარჯვეს ფილმებმა „მთვარის შუქი“ და „მანჩესტერი ზღვასთან“.

წლის ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი „ზოოტოპიამ“ გაიმარჯვა. წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კი „ოსკარი“ მოიპოვა ირანელი რეჟისორის, ასგჰად ფარადის ფილმმა „მეზღვაური“.