მეუფე პეტრე - მეუფე იაკობი წამოეგო ჟურნალისტების პროვოკაციას, თითქოს მასაც ვუწოდე ”ოქროს თევზი”

მეუფე პეტრე - მეუფე იაკობი წამოეგო ჟურნალისტების პროვოკაციას, თითქოს მასაც ვუწოდე ”ოქროს თევზი”

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე უარყოფს ინფორმაციას, რომ მასსა და მეუფე იაკობს შორის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე. 
 ”ეს არასწორი ინფორმაციაა. თქვენ გახსოვთ, მედიაში მე ის დავახასიათე, როგორც ქვეყნის მოყვარული ადამიანი. უბრალოდ მეუფე იაკობი წამოეგო ჟურნალისტების პროვოკაციას, თითქოს მასაც ვუწოდე ”ოქროს თევზი”.

ვისაუბრეთ გულწრფელად. შევახსენე ისიც, რომ როდესაც მისი მღვდელმთავრად გამორჩევის საკითხი დადგა, ყველაზე აქტიური მხარდამჭერები მე და მეუფე დიმიტრი ვიყავით.

ვეცადე ამეხსნა, რომ ეს ბოროტი ძალების და ჩრდილოვანი მმართველის ხელი ერია, მეუფე იაკობი გამოეყენებინათ ბრმად და შეეყვანათ შეცდომაში. ვფიქრობ, ის უფრო წინდახედულობას გამოიჩენს”, - განაცხადა მეუფე პეტრემ ”იმედის” გადაცემაში ”იმედის დრო”.