ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთებში საბურთალოს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.
”გირჩის” ინფორმაციით, დღეს საღამოს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ექსპერიმენტის შედეგები გასაჯაროვდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი - ინტერნეტით იყიდეს 5 გრამი ნარკოტიკი.
”ერთის მხრივ დღეს ქვეყანაში არის რეალობა, როცა კანაფის პოპულაციისა და მოხმარებისთვის იჭერენ, ხოლო მეორეს მხრივ მისი შეძენა ძალიან მარტივია”, - აცხადებს ზურა ჯაფარიძე. მისივე თქმით, ამ ექსპერიმენტით იმის თქმა სურდათ, რომ ქვეყანაში „ბიოს“ მოძიება მარტივია. პარტიის ლიდერის განცხადებით, „ბიო“ 80-ჯერ მძიმეა, ვიდრე მარიხუანა, ხოლო „ბიოს“ შეძენით ქვეყნიდან თვეში 6 მილიონი ლარი გაედინება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის შენობაში დაკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად პარტიის სხვა წევრებიც იმყოფებიან.