ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშების აღებას პროცედურულად დიდი დრო დასჭირდა, რის გამოც დაკითხვა ვეღარ მოხერხდა

ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშების აღებას პროცედურულად დიდი დრო დასჭირდა, რის გამოც დაკითხვა ვეღარ მოხერხდა

ჩვენ შევთანხმდებით ოპტიმალურ დროზე და ამის შემდგომ მოხდება ბრალდებულ მამალაძის დაკითხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა. 

ტყეშელაშვილი დაცვის მხარის ბრალდებას, რომ პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს, სიცრუეს უწოდებს. მისი განმარტებით, ნიმუშების აღებას პროცედურულად დიდი დრო დასჭირდა, რის გამოც დაკითხვა ვეღარ მოხერხდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარემ ბრალდებულის ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშები აიღო, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დაერთვება.

„ჩვენ შესულები ვიყავით შესაბამისი ნიმუშების ასაღებად, კერძოდ ხმის, ხელნაწერებისა და „დე-ენ-ემ“-ის ნიმუშები ავიღეთ. ვინაიდან პროცედურამ დიდხანს გასტანა, მისი დაკითხვა ვეღარ მოხერხდა. შევუთანხმდებით დაცვის მხარეს, როცა იქნება ოპტიმალური დრო და მოხდება ბრალდებულ მამალაძის დაკითხვა. საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შევადარებთ დღეს აღებულ ნიმუშებს.