საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 
 აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც საკრებულოს უმრავლესობამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს და ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების გადაცემის დადგენილების გაუქმების საკითხს მხარი არ დაუჭირეს. 
როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, დღევანდელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე საკრებულოს სხდომაზე მათ დარჩენას აზრი აღარ აქვს. 
საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციონერ დეპუტატებს შესთავაზა მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფში, რომელიც დღეს შეიქმნება და განიხილავს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს უმრავლესობის განცხადება და სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.