უწმინდესის კურთხევით საპატრიარქოს სახელით განცხადებებს დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს, - ამის შესახებ დეკანოზმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
დავით შარაშენიძე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე რჩება. დეკანოზის განმარტებით, მას არ შეუცვლია მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელიც პატრიარქის მდივანი იყო და საპატრიარქოს სახელით განცხადებებს აკეთებდა.
საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან საპატრიარქოს განაცხადებებს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აკეთებდა, თუმცა მამა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ საღამოს გააკეთა განცხადება, რომ საპატრიარქოს მდივნის მოვალეობას ტოვებს.