ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ადვოკატების განცხადება, რომ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა, სიმართლეს არ შეესაბამება

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ადვოკატების განცხადება, რომ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა, სიმართლეს არ შეესაბამება

ადვოკატების განცხადება, რომ მათ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში “ციანიდის საქმეში” ბრალდებულ დეკანოზთან შესვლამდე, საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ადვოკატები გაფრთხილებულები არიან საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე, თუმცა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. 

"მინდა გამოვეხმაურო ადვოკატების განცხადებას, რომ თითქოს მათ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ისინი უბრალოდ გაფრთხილებული არიან საჯარო გახმაურებაზე გამოძიების მონაცემების, თუმცა მათ აქვთ კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა. ნებისმიერ ადვოკატს, რომლის ორდერიც არის წარმოდგენილი საქმეში, უფლება აქვს განახორციელოს ბრალდებულის დაცვა. 
ბრალდებულის ადვოკატებს და საქმის სხვა მონაწილე პირებს ყველას აქვს დადებული ხელწერილი საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე. აქ იგულისხმება საჯარო და სატელევიზიო განცხადებები, რომ არ მოხდეს საქმის დეტალების გასაჯაროება ფართო მასებისთვის და ამით არ შეილახოს გამოძიების ინტერესი", - განაცხადა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ „საქმის დეტალების გახმაურება, როდესაც გაფრთხილებული არიან პირები, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.