ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ სილაურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რკინა-ბეტონის 140 მეტრიანი საგზაო მონაკვეთი ძეგორის უბანში მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 18 223 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდა.

„ უახლოეს დღეებში, სოფელ სილაურის მე-5 ბრიგადაში კიდევ ერთი 200 მეტრიანი რთული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია შესაბამისი ასიგნება იმისთვის, რომ გაუვალი ადგილების რეაბილიტაცია განახორციელოს,“ - აღნიშნა გამგებელმა.