ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, გიორგი სიგუას ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა კლიპი ჩაწერეს. ყველა მათგანი გამარჯვებულ და დემოკრატიულ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს და რაც მთავარია, სჯერათ, რომ ეს დრო მალე დადგება.
შეგახსენებთ, გიორგი სიგუამ რამდენიმე დღის წინ, პრინსტონის უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე მწვავე კითხვა დაუსვა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მისი ოპონენტები მსგავსი კითხვების დასმისთვის ვიღაცეებს ფულს უხდიან და ამასთან, სიტყვა „ნეხვი“ იხმარა.
სააკაშვილმა ვერ გაბედა, რომ პირდაპირ დაედანაშაულებინა სიგუა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით პირდაპირ მიემართა, თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რომ საააკშვილის შეუარცხმყოფელი სიტყვების ადრესატი სწორედ გიორგი სიგუა იყო.