პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ცოტა ხანში დაიწყება.
ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე პერიმეტრზე, რუსთაველის გამზირზე გადამკვეთ ქუჩებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ავტომობილებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელურ ქუჩებზე შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვარდების მოედნიდან, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები კი მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით დაიძრნენ. ისინი პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, რომელიც ცოტა ხანში დაიწყება.