საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშაულებებს, ბუნებრივია მათ შორის უპირველეს ყოვლისა ”რუსთავი 2”-ს, რადგან ის არაერთხელ იყო გარკვეული საფრთხის ქვეშ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ”დღესაც ძალიან რთული სანახავია, როდესაც აქტიური, კრიტიკული ტელევიზიის სიუჟეტების ნაცვლად ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ შავ კვადრატს”.
”ძალიან დიდი იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ”რუსთავი 2”-თან, მოგვარდება ისე, რომ არ დაზარალდეს ტელეკომპანია, არ დაზრალდნენ ჟურნალისტები და მათ თავისუფლად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, არ დაზრალდეს მაყურებელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს არჩევანი სხვადასხვა ტიპის ტელევიზიებს შორის, სხვადასხვა ტიპის გადაცემებს შორის და ჰქონდეს ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.