საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მიიღო პრევენციული ზომები, რათა დიდი უბედურება არ მომხდარიყო. ამის შესახებ პრემიერმა დეკანოზის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, მაღალი სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისათვის, რაც მათ განახორციელეს, როგორც დაკავების, ასევე გამოძიების გაგრძელების თვალსაზრისით.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, "ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ხელისუფლება მაქსილამურად ცდილობს, თავი შეიკავოს გამოძიების მასალების გამოქვეყნებისაგან".
"სამწუხაროდ, ამის პასუხად, საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლებისაგან, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისაგან, მივიღეთ, საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია. ჩვენ მოივითხოვთ უფრო მეტ ნდობასა და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. პარტიარქის ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით უწმინდესს, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ- ერთი მედიასაშუალება, როელმაც გამოაქვეყანა ეს ინფორმაცია და შემდეგ, ჩვენ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა მოგვიწია", - განაცხადა კვირიკაშვილმა "იმედის" ეთერში.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება და სრულ ინფორმაციას მიიღებს, მას საქმის შესახებ შესაბამისი პოზიცია ექნება.
მისი თქმით, სახელმწიფო იმ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქმედებს, რაც მას გააჩნია.
"რაც შეეხება იმას, თუ რა აღქმა შეიქმნა სხვადასხვა განცხადებების შემდეგ, ბუნებრივია, ეს იყო ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავუშვათ ყველანაირი სცენარი. ამიტომ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ და მივიღეთ პრევენციუული ზომები, რათა დიდი უბედურება არ მომხდარიყო", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავარი პროკურატორის მიერ 13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. მას ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ.
დაცვის მხარეს პროგურატურამ გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი.
ამჟამად დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადის მკურნალობის კურს, ის წუხელ, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
საუბრის დასასრული