მოვუწოდებ ყველას, დაამთავრეთ ეს ჭაობი, მე ვარ მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი და თითოეულ სიტყვას, რასაც ვამბობ, მასთან მაქვს შეთანხმებული

მოვუწოდებ ყველას, დაამთავრეთ ეს ჭაობი, მე ვარ მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი და თითოეულ სიტყვას, რასაც ვამბობ, მასთან მაქვს შეთანხმებული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. ადვოკატმა ჟურნალისტებთან სპეციალური განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ "ის ამ საქმით არ აპირებს პოლიტიკური კარიერის გაკეთებას". 

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ყველა კომენტარი, რაც მან მედიასთან გააკეთა, შეთანხმებული იყო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან. 

"ამ დღეების განმავლობაში ჩემს ამ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი განცხადება, შეფასება და მე მაქსიმალურად ვცდლობდი, რომ ეს "გამეტარებინა", არ მიმეღო მხედველობაში და არ გამეკეთებინა კომენტარი. მაგრამ მინდა ადრესატებმა გაიგონ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაიმიჯნოს საადვოკატო საქმიანობა პოლიტიკისგან. მე ამ საქმისგან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, არ ვაპირებ პოლიტიკური ქულების დაწერას. აქედან გამომდინარე, მე ვაკეთებ მხოლოდ პროფესიულ, იურიდიულ განცხადებებს და არ ვსაუბრობ იმ ტერმინოლოგიით, ვისაც პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდა. ნურას უკაცრავად! თავიანთი სიტყვები შეინახონ თავისთვის. მე გამოვდივარ მამა გიორგის ინტერესებიდან, რომ მაქსიმალურაც მოხდეს ამ საკითხის პოლიტიკიდან დისტანცირება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მაინტერესებს პოლიტიკური ქულების დაწერა. მაინტერესებს ერთადერთი რამ, გაირკვეს მისი უდანაშაუალობა და ის, თუ ვინ მოუწყო ეს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს თუ როგორი შეფსება კეთდება. მოვუწოდებ ყველას, დაამთავრეთ ეს ჭაობი და პროფესია ნუ გერევათ პოლიტიკაში. მე ვარ იურისტი, მამა გიორგის ინტერესების დამცველი და თითოეულ სიტყვას, რასაც ვამბობ, შეთანხმებული მაქვს მამა გიორგისთან. თქვენი პოლიტიკა შეინახეთ თქვენთვის!" - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.