ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპის სახელით ვაცხადებ, აშშ უზრუნველყოფს, რომ ირანმა არასოდეს მოიპოვოს ბირთვული იარაღი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს მოკავშირეებს რეგიონში, განსაკუთრებით ისრაელს“, - განაცხადა მაიკლ პენსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის აზრით, 2015 წელს ირანთან მიღწეული შეთანხმება თეირანს უბიძგებს ატომური იარაღის განვითარებისკენ.
„ირანთან მიღწეული შეთანხმების წყალობით ირანს ახლა გააჩნია დამატებითი შესაძლებლობები ბირთვულ სფეროში რეგიონული სტაბილურობის დასარღვევად“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.