ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემს სიმართლე, რომლის დადგენის ვალდებულებაც გამოძიებას გააჩნია

ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემს სიმართლე, რომლის დადგენის ვალდებულებაც გამოძიებას გააჩნია

ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემს სიმართლე, რომლის დადგენის ვალდებულებაც გამოძიებას გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მოაწერდა ხელს თუ არა საპარლამენტო უმცირესობის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტს წარედგინება.

”ჩვენ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომ გარკვეული გადაწყვეტილება მივიღოთ. გამოძიება არის ვალდებული, რომლის წინაშეც მართლაც არის ბევრი კითხვა, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაიცეს და გამოძიების პასუხებში უნდა აისახოს ის სიმართლე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს ინტერესი”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.