ყველას, ვისაც არ სურს, რომ საქართველო გადაიქცეს ივანიშვილის საფეოდალოდ, გვერდით უნდა დავუდგეთ „რუსთავი 2“-ს

ყველას, ვისაც არ სურს, რომ საქართველო გადაიქცეს ივანიშვილის საფეოდალოდ, გვერდით უნდა დავუდგეთ „რუსთავი 2“-ს

ყველას, ვისაც არ სურს, რომ საქართველო გადაიქცეს ბიძინა ივანიშვილის საფეოდალოდ, გვერდით უნდა დავუდგეთ „რუსთავი 2“-ს, - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. 

კანდელაკის თქმით, ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ არის ერთადერთი დიდი, ცალსახად პროდასავლური მედიასაშუალება ამ ქვეყანაში, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკას ვერ კარნახობს ბიძინა ივანიშვილი. 

”ეს არის ფაქტი, ამიტომ ყველას, ვისაც არ სურს საქართველო გადაიქცეს ბიძინა ივანიშვილის საფეოდალოდ, ვისაც სურს ამ უკუსვლის შეჩერება, ყველას ინტერესია გვერდით დავუდგეთ „რუსთავი 2“-ს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა პროტესტის ნიშნად გუშინ, გვიან ღამით მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. ხვალ კი ტელეკომპანიის თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ.