პუტინს გულწრფელად სძულს უკრაინა, მაგრამ მისი მადა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, მას ევროპის რუკის შეცვლა სურს

პუტინს გულწრფელად სძულს უკრაინა, მაგრამ მისი მადა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, მას ევროპის რუკის შეცვლა სურს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინის განადგურება რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია. 

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„პუტინს ღრმად და გულწრფელად სძულს უკრაინა. ის უარყოფს, რომ არსებობს უკრაინელი ერი, მე ეს პირადად ვიცი. ის უკრაინელებს რუსეთის ნაწილად თვლის და მას ევროპის რუკის შეცვლა სურს“, - განაცხადა პოროშენკომ. 

„მაგრამ შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ პუტინის მადა მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

„მხოლოდ ერთი დრო და ერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია უარი ითქვას რუსულ რევანშიზმზე. ეს დრო ახლაა და ადგილი კიდევ უკრაინაა“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.