პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება, - ამის შესახებ ბერლინის იმ კლინიკის ექიმმა განაცხადა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმოფება.
„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ექიმმა მარტინ შტრიკმა.
როგორც ბერლინის კლინიკაში მისულმა მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილმა) განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. „მთავრდება სარეაბილიტაციო პერიოდი და პატრიარქი ორშაბათს საქართველოში გაემგზავრება“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.