„თელასი“ თბილისის ცენტრალურ უბნებში დღეს ელექტროენერგიის მიწოდების რამდენჯერმე შეწყვეტის მიზეზს განმარტავს

„თელასი“ თბილისის ცენტრალურ უბნებში დღეს ელექტროენერგიის მიწოდების რამდენჯერმე შეწყვეტის მიზეზს განმარტავს

კომპანია „თელასი“ თბილისის ცენტრალურ უბნებში დღეს ელექტროენერგიის მიწოდების მცირე ხნით რამდენჯერმე შეწყვეტის მიზეზს განმარტავს. 

 როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ განუცხადა, გუშინ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" გაავრცელა განცხადება, რომ 18 თებერვალს, 03:00-დან 04:00 საათამდე ინტერვალში, 5-10 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებოდა ბაგებს, მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს რაიონების აბონენტებს. „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განმარტებით, გადართვები ხორციელდება ჩიხური სქემით სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის დაწყების გამო.