21 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში ხვალ ღამით -1:+4 გრადუსი იქნება, ზოგან -5-მდე; დღისით - 8;13 გრადუსი, მთაში ღამით -10; -5 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით - 2;7 გრადუსი; მაღალმთაში ღამით -17;-12 გრადუსი; დღისით - 0;5 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ღამით -6;-1 გრადუსი; ზოგან -11 გრადუსამდე. დღისით - 7;12; მთაში ღამით - -13;-8 გრადუსი; დღისით - 1;6 გრადუსი; მაღალმთაში ღამით - -15;-10; ზოგან -20 გრადუსამდე; დღისით -1;+4 გრადუსი; ზოგან - -5 გრადუსამდე.
თბილისში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით -4; დღისით 11 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი საქართველოში 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.