აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მეტისსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკთიხები განიხილეს, რომელთაც შორის მთავარი საკითხი ირანის საფრთხე იყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშე ორი ქვეყანა დგას და რომელსაც უნდა დაუპირისპირდნენ არის ირანი, ირანი და ირანი“.
ლიბერმანმა განაცხადა, რომ არსებობს „საჭიროება შეიქმნას ეფექტური კოალიცია“, რომელიც დაუპირისპირდება ტერორიზმს, რომელსაც თეირანი ავრცელებს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების განვითარება და ბირთვული შეიარაღების მოპოვების მცდელობები.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა და ირანი „ბოროტების ღერძის ორი ბოლოა, რომელიც ასევე მოიცავს „ჰეზბოლას“ და ასადის რეჟიმს“.
მეტისი და ლიბერმანი შეთანხმდნენ, რომ უფრო გაბედულად იმოქმედებენ ირანის წინააღმდეგ.
შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ აშშ და ისრაელი „ჭეშმარიტი მოკავშირეები“ არიან და „განაგრძობენ თანამშრომლობას, რათა დაიცვან საერთო ინტერესები“.