ოპოზიცია გვთავაზობს, რომ უარი ვთქვათ გაზზე, მილი დავტოვოთ ცარიელი, დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ

ოპოზიცია გვთავაზობს, რომ უარი ვთქვათ გაზზე, მილი დავტოვოთ ცარიელი, დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „გაზპრომის“ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხზე ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხი დესტრუქციული მოთხოვნაა. ასე ეხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გია ვოლსკი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას.

„მათი მოთხოვნის დასაბუთება საკმაოდ სუსტია. ისინი ამბობენ, რომ არ ენდობიან შეთანხმებას და უნდათ, რომ მიეცეთ საშუალება ნდობის ჯგუფის შექნის. გვთავაზობენ, რომ უარი ვთქვათ გაზზე, უარი ვთქვათ სატრანზიტო ფუნქციაზე, დავძაბოთ ურთიერთობა სომხეთთან და ეს მილი დავტოვოთ ცარიელი, დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ. ამისთვის ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხის დასმა დესტრუქციულია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოძრაობა „ევროპული საქართველოსთვის“ „გაზპრომის“ საკითხზე ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს.