არჩილ გამზარდია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

არჩილ გამზარდია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც გამზარდიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის სოციალურ ქსელში, 8 თებერვალს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული, სადაც გამოხატა მოსაზრება პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

”დაბარებული ვარ, 8 თებერვლის პოსტთან დაკავშირებით, სადაც გამოვხატე მოსაზრება, რომ შესაძლებელია პატრიარქის უსაფრთხოება ყოფილიყო პრობლემა”, - განახცადა გამზარდიამ.

არჩილ გამზარდია პროკურატურაში 16:30 საათზე გამოცხადდება.