კოტე ჩოკორაია:   საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება არ უნდა შემცირდეს

კოტე ჩოკორაია: საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება არ უნდა შემცირდეს

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება არ უნდა შემცირდეს - ამის შესახებ “ინსტიტუციური განვითარების ცენტრის” დირექტორი, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია აცხადებს.

კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, დაუშვებელია პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება, რაც ხელისუფლების ბალანსს შეუძლებელს გახდის.

,,საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების შტოების დაბალანსების ფუნქციას ანიჭებს. ამ უფლებამოსილების განხორციელების გარანტი კი პრეზიდენტის მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციაა - ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩევითობა. ქართული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, დაუშვებელია პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება, რაც ხელისუფლების ბალანსს შეუძლებელს გახდის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციის გადასინჯვაზე, მთავარი აქცენტი პარლამენტის როლის გაძლიერებასა და მისი დაკომპლექტების წესის შეცვლაზე უნდა გაკეთდეს.

პრეზიდენტის უფლებამოსილებების შენარჩუნების გარდა, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობის უზრუნველყოფა. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური უნდა დარჩეს, როგორც საგარეო ურთიერთობების განხორციელების თანამონაწილე ინსტიტუტი, უნდა შენარჩუნდეს მისი, როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავრსადრლის ფუნციები და ასევე, კონსტიტუციური ინსტიტუტების ფორმირებისას სახელმწიფოს მეთაურის აქტიური მონაწილეობა. დემოკრატიული პროცესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ვეტოს ბერკეტი და მისი შემაკავებელი მოქმედება.

პრეზიდენტის ფუნქციების შემცირებით, მოხდება კონტრასიგნაციას დაქვემდებარული საკითხების ნუსხის გაფართოება, რაც, ძირითადად, მიმართული იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისა და ნომინალიზასიიკენ. მსგავსი მნიშვნელობის მოქმედებები დაჩქარებულ ტემპში, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ნებასურვილით არ უნდა წყდებოდეს. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ უნდა შემცირდეს“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ .