ბრიტანელ ხალხს უფლება უნდა ჰქონდეს თავისი აზრი შეიცვალონ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომელიც მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.
„ხალხმა რეფერენდუმზე ხმა ისე მისცა, რომ არც კი იცოდნენ „ბრექსითის“ პირობები. როგორც კი მათთვის ეს პირობები ცნობილი გახდა, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება შეცვალოს თავისი აზრი. ჩვენი მისია ის არის, რომ დავეხმაროთ მათ გააკეთონ ეს“, - განაცხადა ტონი ბლერმა.
შარშან ივნისში დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენის თაობაზე გაიმარჯვეს ევროკავშირის მოწინააღმდეგებმა. ბრიტანელების 51.9%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას.