სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში არ აღმოგვაჩნდა - ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ

სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში არ აღმოგვაჩნდა - ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ

მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს ციხიდან, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე.

„მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს კარგი გამოსავალი. ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო“, - განაცხადა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა.