პატრიარქის დაბალანსებულმა და სიყვარულით გამთბარმა მიმართვამ შესაძლებელია ტემპერატურა დასწიოს

პატრიარქის დაბალანსებულმა და სიყვარულით გამთბარმა მიმართვამ შესაძლებელია ტემპერატურა დასწიოს

პატრიარქის დაბალანსებულმა და სიყვარულით გამთბარმა მიმართვამ შესაძლებელია ტემპერატურა დასწიოს, რაც ყველას ძალიან გვჭირდება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა.

“ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პატრიარქის განცხადება იქნებოდა სწორედ ასეთი, რადგან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლს, იმ ინსტიტუციის წინამძღოლს, რომელსაც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა აქვს, შეუძლებელია სხვაგვარი რიტორიკა ჰქონოდა. სწორდაც მისმა დაბალანსებულმა და სიყვარულით გამთბარმა მიმართვამ შესაძლებელია საკითხზე ტემპერატურა დასწიოს, რაც ძალიან გვჭირდება ყველას - ოპოზიციასაც და პოზიციასაც, რადგან საქმე ჩვენი თვითმყოფადებისთვის და ინდენტობისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს ეხება. არ უნდა გადავიდეთ ყველანი ერთად თვითგანადგურების რეჟიმში“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და შეფასებებს, ნარჩემაშვილის ამბობს, რომ “როცა საქმე ასეთ ინსტიტუციას ეხება, განცხადებები ყოველთვის ემოციურია“.

“ეს არ არის გასაკვირი, მით უფრო პოლიტიკური პირებისგან, რომებიც არ არიან ვალდებული, იცოდნენ სამართალწარმოების წესები და სხვა საკითხები. ფრაზეოლოგიურად პირდაპირ პატრიარქი არ დასახელებულა. მოქმედებები შესაძლებელია იყო ამგვარი, მაგრამ ნახეთ როგორი ვითარებაა: პროკურატურამ გააკეთა განცხადება - “მაღალი იერარქიის პირი“, მაგრამ საზოგადოებამ და მედიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი გაემგზავრა, ვინაიდან ზომები იქნა მიღებული პატრიარქის უსაფრთხოებისთვის, ეს მიმართული იყო პატრიარქზე. ეს ყველაფერი ამან განაპირობა“, - მიიჩნევს კობა ნარჩემაშვილი.